ფოტო
ესკიზი
ნახვა
ეს გლუ, რბილი, ხელის შეხებით სასიამოვნო ტრიკოტაჟია. ქსოვილი ფაქტიურად არ იგრძნობა ტანზე. შემადგენლობაში ელასტანის (ლიკრის) არქონის მიუხედავად Interlok-ი მშვენივრად იწელება სიგანეში, თუმცა მალევე იბრუნებს თავის იერს და არ დეფორმირდება.
მაღალი მდგრადობა გაცვეთისა და მრავალრიცხოვანი გარეცხვების მიმართ. საშუალო ჰაერშეღწევადობა.
Fitflex 230 თხელი სინთეტიკური ელასტიკური ტრიკოტაჟის ქსოვილია წელვადობის მაღალი დონით (60%-ით სიგრძეში, 90%-ით სიგანეში). მზა ნაკეთობა ამ მასალისგან ფაქტიურად არ იკუჭება, კარგად ირეცხება, იდეალურად ადგას ტანს, არ ბოჭავს მოძრაობას და დიდხანს ინახავს თავდაპირველ იერს.
ქსოვილის პირი გლუა, შიდა პირის მიკრონაქსოვები კი ერთმანეთის პარალელურია. ეს საჭიროა ქსოვილის ტანზე სრიალის ასაცილებლად და დამატებითი გვერდითი კომპრესიისთვის.
Jersey sport 230 ტრიკოტაჟის სინთეტიკური ელასტიკური ქსოვილია, რომელიც იწელება ყველა მიმართულებით. ქსოვილი გლუ და რბილია და მშვენივრად ადგას ტანს. შემადგენლობაში შემავალი ელასტანის წყალობით მასალა ადგას ტანს, როგორც მეორე კანი. უზრუნველყოფს კუნთების კომპრესიულ მხარდაჭერას.
მასალა მშვენივრად არინებს ტენს და არ დეფორმირდება გამოყენების დროს.
იდელურია ტანზე მომდგარი მაისურებისა და გრძელმკლავიანი მაისურებისთვის.
საშუალო სიმკვრივის ტრიკოტაჟის რბილი გლუ ქსოვილი. გლუ, სასიამოვნო ხელის მოკიდებით. ქსოვილი ეკუთვნის COOLMAX®-ის 4-არხიანი ბოჭკოების ფუნქციონალური ტრიკოტაჟის სერიას. ბოჭკოების ასეთი სტრუქტურა იძლევა ტანის ზედაპირიდან ტენის ჩქარად მოშორების საშუალებას. COOLMAX®-ი ჩვეულებრივ ქსოვილზე ორჯერ სწრაფად შრება და უფრო უკეთ სუნთქავს. ქსოვილი კარგად იწელება სიგრძესა და სიგანეში, მშვენივრად ატარებს ჰაერს და აორთქლებს ტენს.
Fitflex 230 DF ტრიკოტაჟის თხელი სინთეტიკური ელასტიკური ქსოვილია ყველა მიმართულებით 200%-იანი წელვადობით. Fitflex-ი მდგრადია ნაკეცების მიმართ. კარგად არინებს ტენს და არ იზიდავს სითბოს ცხელ ამინდში.
Fitflex-ისგან დამზადებული ტანსაცმელი ადგას ტანს, როგორც მეორე კანი, არ იწვევს გაღიზიანებას, არ იბუშტება იდაყვებსა და მუხლებზე და მშვენივრად ფარავს სხეულის მცირე დეფექტებს. ქსოვილი აბრეშუმისებრი და რბილია, და ძალიან კარგად ადგას ტანს.
ქსოვილის პირი გლუა, შიდა პირის მიკრონაწნავები კი ერთმანეთის პარალელურია. ეს საჭიროა ქსოვილის ტანზე სრიალის ასაცილებლად და დამატებითი გვერდითი კომპრესიისთვის.
Fitflex-ის ქსოვილები ყოველთვის ხასხასა და გაჯერებული ფერებისაა. ქსოვილი კარგად სუბლიმირებს და არ კარგავს თავის ძირითდ თვისებებს. ფერები არ ხუნდება მზეზე და სრულიად ინარჩუნებს გაჯერებას გარეცხვის შემდეგაც.
ნაკეთობები ამ მასალისგან კარგად ადგას ტანს, რის გამოც ის იგრძნობა, როგორც მეორე კანი. ლიკრის, ელასტანისა და მიკროფიბერის ბოჭკოების არსებობის წყალობით მასალა იწელება ყველა მიმართულებით და ამასთანავე ინარჩუნებს თავის ფორმას.
ქსოვილს აქვს სპეციალური Dri Fit გაჟღენთა, რომელიც აუმჯობესებს თერმორეგულაციას, იწოვს ტენსა და შთანთქამს სუნს. გარეცხვასთან დაკავშირებული რეკომედაციების დაცვისას ქსოვილი დიდხანს შეინარჩუნებს თავის თვისებებს.