ფოტო
ესკიზი
ნახვა
მაღალი სიმკვრივის მქონე ტრიკოტაჟი. პირი საშუალო ზომის ჩაღრმავებული უჯრედების ფორმისაა, შიდა პირი კი გლუა.
ქსოვილი საშუალო ელასტიკურობისაა, არ დეფორმირდება. მდგრადია გაცვეთისა და გარღვევის მიმართ.
მკვრივი სპორტული ტრიკოტაჟი, ფარული ბადისებრი სტრუქტურა. მცირე ჩაღრმავებები ზედაპირზე განლაგებულია დიაგონალურად. დაგრძელება სუსტია. ქსოვილს აქვს გაუმჯობესებული მდგრადობა გაცვეთისა და გარღვევის მიმართ, შეუძლია, შეინარჩუნოს ფორმა და ხარისხი მრავალრიცხოვანი გარეცხვის შემდეგ. აქვს ხანგრძლივი გამოყენების ვადა.
მაღალი სიმტკიცის მქონე ქსოვილი გაუმჯობესებული მდგრადობით გარღვევის მიმართ. პირს აქვს გეომეტრიული ნახატი მცირე ჩაღრმავებებით. სპეციალური ორმაგი ნაქსოვი უზრუნველყოფს ქსოვილის გაუმჯობესებულ მდგრადობას მაღალი დატვირთვების მიმართ. ქსოვილი არის სპეციალური ჰიდროფობური (წყალამრიდი) გაჟღენთით. ამის წყალობით ნაკეთობა ერთდროულად ატარებს ჰაერს და არ იწოვს ტენს. ქსოვილი რბილი და საშუალო ელასტიკურობისაა. არ იკუჭება, კარგად ინარჩუნებს ფორმას.
მკვრივი ქსოვილი ჰოკეისთვის. რბილი, ოდნავ ელასტიკური და გამძლე წვნის სტრუქტურა პერფორირებული ბოჭკოსგან. კარგად გადააქვს ფიზიკიური დატვირთვები, ცივ პირობებში უზრუნველყოფს სხეულის საიმედო დაცვას, ინარჩუნებს სითბოსა და ტენის ბალანსს კანზე მაღალი აქტივობის დროსაც კი.
მასალა არის სპეციალური ჰიდროფობური (წყალამრიდი) გაჟღენთით. ამის წყალობით ნაკეთობა ერთდროულად ატარებს ჰაერს და არ იწოვს ტენს. ეს საშუალებას აძლევს სვიტერებს, დარჩეს მშრალი, ვენტილაცია კი ეხმარება მოთამაშეს გადახურების თავიდან არიდებაში. ქსოვილს აქვს გაუმჯობესებული მდგრადობა გაცვეთისა და გარღვევის მიმართ.