ფოტო
ესკიზი
ნახვა
რბილი და გამძლე ტრიკოტაჟი სპეციალური ქსოვის 100%-იანი პოლიესტერისგან გეომეტრიული სახის სახასიათო ღრმულებით. პატარა ღარები ტრიკოტაჟში საჭიროა აქტიური ჰაერმიმოცვლისთვის.
ეს ტრიკოტაჟის ქსოვილი ძალიან მსუბუქი და თავისუფალია. მცირე წონა ხდის ქსოვილს მსუბუქს. მასალა კარგად იწელება, არ დეფორმირდება. ის ჰაერშეღწევადია და ზომიერად აორთქლებს ტენს.
საშუალო სიმკვრივის მქონე ტრიკოტაჟის ქსოვილი. ის ეკუთვნის ფუნქციონალური ტრიკოტაჟის სერიას, რომელიც დამზადებულია COOLMAX®-ის 4-არხიანი ბოჭკოებისგან. ბოჭკოების ასეთი სტრუქტურა იძლევა ტანის ზედაპირიდან ტენის ჩქარად მოშორების საშუალებას. COOLMAX®-ი ჩვეულებრივ ქსოვილზე ორჯერ სწრაფად შრება და უფრო უკეთ სუნთქავს. ქსოვილი კარგად იწელება სიგრძესა და სიგანეში, მშვენივრად ატარებს ჰაერს და აორთქლებს ტენს.
Jersey sport 230 ტრიკოტაჟის სინთეტიკური ელასტიკური ქსოვილია, რომელიც იწელება ყველა მიმართულებით. ქსოვილი გლუ და რბილია და მშვენივრად ადგას ტანს. შემადგენლობაში შემავალი ელასტანის წყალობით მასალა ადგას ტანს, როგორც მეორე კანი. უზრუნველყოფს კუნთების კომპრესიულ მხარდაჭერას.
მასალა მშვენივრად არინებს ტენს და არ დეფორმირდება გამოყენების დროს.
იდელურია ტანზე მომდგარი მაისურებისა და გრძელმკლავიანი მაისურებისთვის.
რბილი და გამძლე ტრიკოტაჟი სპეციალური ქსოვის 100%-იანი პოლიესტერისგან საშუალო ზომისა და გეომეტრიული სახის სახასიათო ღრმულებით. უკანა მხარე გლუა. ჩაღრმავებები ტრიკოტაჟში საჭიროა აქტიური ჰაერმიმოცვლისთვის. ეს ქსოვილი საშუალო სიმკვრივისაა, კარგად იწელება, მაგრამ არ დეფორმირდება და კარგად ინარჩუნებს ფორმას.
ჰაერშეღწევადია და ზომიერად აორთქლებს ტენს. ფაქტიურად არ იკუჭება, რის გამოც შეიძლება, დიდხანს იყოს დაკეცილ მდგომარეობაში. მაღალი მდგრადობა გაცვეთისა და მრავალრიცხოვანი გარეცხვების მიმართ.
Fitflex 230 DF ტრიკოტაჟის თხელი სინთეტიკური ელასტიკური ქსოვილია ყველა მიმართულებით 200%-იანი წელვადობით. Fitflex-ი მდგრადია ნაკეცების მიმართ. კარგად არინებს ტენს და არ იზიდავს სითბოს ცხელ ამინდში.
Fitflex-ისგან დამზადებული ტანსაცმელი ადგას ტანს, როგორც მეორე კანი, არ იწვევს გაღიზიანებას, არ იბუშტება იდაყვებსა და მუხლებზე და მშვენივრად ფარავს სხეულის მცირე დეფექტებს. ქსოვილი აბრეშუმისებრი და რბილია, და ძალიან კარგად ადგას ტანს.
ქსოვილის პირი გლუა, შიდა პირის მიკრონაწნავები კი ერთმანეთის პარალელურია. ეს საჭიროა ქსოვილის ტანზე სრიალის ასაცილებლად და დამატებითი გვერდითი კომპრესიისთვის.
Fitflex-ის ქსოვილები ყოველთვის ხასხასა და გაჯერებული ფერებისაა. ქსოვილი კარგად სუბლიმირებს და არ კარგავს თავის ძირითდ თვისებებს. ფერები არ ხუნდება მზეზე და სრულიად ინარჩუნებს გაჯერებას გარეცხვის შემდეგაც.
ნაკეთობები ამ მასალისგან კარგად ადგას ტანს, რის გამოც ის იგრძნობა, როგორც მეორე კანი. ლიკრის, ელასტანისა და მიკროფიბერის ბოჭკოების არსებობის წყალობით მასალა იწელება ყველა მიმართულებით და ამასთანავე ინარჩუნებს თავის ფორმას.
ქსოვილს აქვს სპეციალური Dri Fit გაჟღენთა, რომელიც აუმჯობესებს თერმორეგულაციას, იწოვს ტენსა და შთანთქამს სუნს. გარეცხვასთან დაკავშირებული რეკომედაციების დაცვისას ქსოვილი დიდხანს შეინარჩუნებს თავის თვისებებს.