ფოტო
ესკიზი
ნახვა
რბილი და გამძლე ტრიკოტაჟი სპეციალური ქსოვის 100%-იანი პოლიესტერისგან გეომეტრიული სახის სახასიათო ღრმულებით. პატარა ღარები ტრიკოტაჟში საჭიროა აქტიური ჰაერმიმოცვლისთვის.
ეს ტრიკოტაჟის ქსოვილი ძალიან მსუბუქი და თავისუფალია. მცირე წონა ხდის ქსოვილს მსუბუქს. მასალა კარგად იწელება, არ დეფორმირდება. ის ჰაერშეღწევადია და ზომიერად აორთქლებს ტენს.
დაბალი სიმკვრივის მქონე ტრიკოტაჟის მსუბუქი ქსოვილი. პირს აქვს პატარა ჩაზნექილი წერტილების ფაქტურა, შიდა პირი გლუა. კარგად ატარებს ჰაერს და აორთქლებს ტენს. კარგად იწოვს წყალს და მალე შრება.
მაღალი მდგრადობა გაცვეთისა და მრავალრიცხოვანი გარეცხვების მიმართ.
მასალა ძალიან რბილი და ხელის შეხებით სასიამოვნოა. კარგად იწელება ყველა მიმართულებით, მაგრამ არ დეფორმირდება.
Jersey sport 230 ტრიკოტაჟის სინთეტიკური ელასტიკური ქსოვილია, რომელიც იწელება ყველა მიმართულებით. ქსოვილი გლუ და რბილია და მშვენივრად ადგას ტანს. შემადგენლობაში შემავალი ელასტანის წყალობით მასალა ადგას ტანს, როგორც მეორე კანი. უზრუნველყოფს კუნთების კომპრესიულ მხარდაჭერას.
მასალა მშვენივრად არინებს ტენს და არ დეფორმირდება გამოყენების დროს.
იდელურია ტანზე მომდგარი მაისურებისა და გრძელმკლავიანი მაისურებისთვის.
საშუალო სიმკვრივის ტრიკოტაჟის რბილი გლუ ქსოვილი. გლუ, სასიამოვნო ხელის მოკიდებით. ქსოვილი ეკუთვნის COOLMAX®-ის 4-არხიანი ბოჭკოების ფუნქციონალური ტრიკოტაჟის სერიას. ბოჭკოების ასეთი სტრუქტურა იძლევა ტანის ზედაპირიდან ტენის ჩქარად მოშორების საშუალებას. COOLMAX®-ი ჩვეულებრივ ქსოვილზე ორჯერ სწრაფად შრება და უფრო უკეთ სუნთქავს. ქსოვილი კარგად იწელება სიგრძესა და სიგანეში, მშვენივრად ატარებს ჰაერს და აორთქლებს ტენს.
მასალების სერია სპორტისა და ცხოვრების აქტიური წესისთვის, უფრო რბილი, ვიდრე ჩვეულებრივი პოლიესტერი, რადგან დამზადებულია უფრო თხელი ძაფებისგან. აქვს ორმაგი გამჭოლი ნახვრეტები. ქსოვილს აქვს სპეციალური DRI FIT® გაჟღენთა, რომელიც აუმჯობესებს თერმორეგულაციას, არინებს ტენს და შთანთქამს სუნს.
Micro Alpha Premium - DRY TOUCH®-ის სპორტული ქსოვილები პოლიესტერისა და ელასტანისგან მაღალხარისხიანი მასალებია სპორტისა და ცხოვრების აქტიური წესისთვის. ხელის მოკიდებითა და იერით პოლიესტერი ძალიან ჰგავს რბილ ბამბას. ეს ასევე მსუნთქავი ქსოვილია. ის ჩვეულებრივ პოლიესტერზე გაცილებით რბილია, რადგან უფრო წვრილი ძაფებისგანაა დამზადებული. ქსოვილს აქვს სპეციალური ძაფი, რომელიც აუმჯობესებს თერმორეგულაციას, არინებს ტენს და შთანთქამს სუნს. გარეცხვის ციკლების მიუხედავად ამ ქსოვილის თვისებებზე იძლევა ფაქტიურად მუდვიმი გარანტია.
Fitflex 230 DF ტრიკოტაჟის თხელი სინთეტიკური ელასტიკური ქსოვილია ყველა მიმართულებით 200%-იანი წელვადობით. Fitflex-ი მდგრადია ნაკეცების მიმართ. კარგად არინებს ტენს და არ იზიდავს სითბოს ცხელ ამინდში.
Fitflex-ისგან დამზადებული ტანსაცმელი ადგას ტანს, როგორც მეორე კანი, არ იწვევს გაღიზიანებას, არ იბუშტება იდაყვებსა და მუხლებზე და მშვენივრად ფარავს სხეულის მცირე დეფექტებს. ქსოვილი აბრეშუმისებრი და რბილია, და ძალიან კარგად ადგას ტანს.
ქსოვილის პირი გლუა, შიდა პირის მიკრონაწნავები კი ერთმანეთის პარალელურია. ეს საჭიროა ქსოვილის ტანზე სრიალის ასაცილებლად და დამატებითი გვერდითი კომპრესიისთვის.
Fitflex-ის ქსოვილები ყოველთვის ხასხასა და გაჯერებული ფერებისაა. ქსოვილი კარგად სუბლიმირებს და არ კარგავს თავის ძირითდ თვისებებს. ფერები არ ხუნდება მზეზე და სრულიად ინარჩუნებს გაჯერებას გარეცხვის შემდეგაც.
ნაკეთობები ამ მასალისგან კარგად ადგას ტანს, რის გამოც ის იგრძნობა, როგორც მეორე კანი. ლიკრის, ელასტანისა და მიკროფიბერის ბოჭკოების არსებობის წყალობით მასალა იწელება ყველა მიმართულებით და ამასთანავე ინარჩუნებს თავის ფორმას.
ქსოვილს აქვს სპეციალური Dri Fit გაჟღენთა, რომელიც აუმჯობესებს თერმორეგულაციას, იწოვს ტენსა და შთანთქამს სუნს. გარეცხვასთან დაკავშირებული რეკომედაციების დაცვისას ქსოვილი დიდხანს შეინარჩუნებს თავის თვისებებს.